პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის განსაზღვრულია სპეციალური მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება.

სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, კონკრეტული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით განისაზღვრება და შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  აკომოდაცია ან/და ადაპტაცია);
  • სასწავლო მასალის ადაპტირება/დამხმარე სასწავლო რესურსის მომზადება;
  • ინკლუზიური  პროფესიულ განათლების სპეციალისტის მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის ასისტენტის მხარდაჭერა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის ინდივიდუალური ასისტენტის (პერსონალური ასისტენტი) მხარდაჭერა;
  • ჟესტური ენის თარჯიმნის მხარდაჭერა;
  • ორიენტაციის და მობილობის ტრენერის მხარდაჭერა;
  • უსინათლო პირის  გადაადგილების მხარდაჭერა;
  • ხმოვანი პროგრამის ტრენერის მხარდაჭერა; 
  • დამხმარე მოწყობილობებით მხარდაჭერა;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;

საწარმოო პრაქტიკა და დასაქმების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის, რადგან საშუალებას აძლევს სასწავლო გარემოსგან განსხვავებულ გარემოში, მოახდინოს საკუთარი ცოდნის გადატანა. ამჟამად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები, საწარმოო პრაქტიკის გავლას სსსმ სტუდენტებისთვის უზრუნველყოფენ პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან.