პროფესიულ ორიენტაციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის პროცესში, რომლის დროსაც ცალკეულ პირს ინდივიდუალურად მორგებულ პირობებში - ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის და სამომავლო კარიერის განსაზღვრის შესაძლებლობა ეძლევა პროფესიული ორიენტაციის პროცედურების გავლის უფლება, სასწავლებელში, აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის ან აღნიშნული სტატუსის მაძიებელ ყველა იმ პირს, რომელიც გამოხატავს პროფესიული ორიენტაციის გავლის სურვილს. პროფესიული ორიენტაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუ ის უკვე სწავლობს რომელიმე პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე, აქვს სტუდენტის სტატუსი, თუმცა სურს პროფესიის შეცვლა ან ახალ პროფესიასთან დაკავშირებით საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.