თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში (გარდა დუალურისა), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განსაზღვრულია ქვოტა - ჯგუფის საერთო რაოდენობის მინიმუმ 15%. დუალური პროგრამების შემთხვევაში,  დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს ქვოტები საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდიდან  - https://vet.emis.ge, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს მინიმუმ  3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა ალტერნატიული ტესტირების საშუალებით ხდება, რაც გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამების პრაქტიკულ მოსინჯვას საუკეთესო პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად. ამასთან, უზრუნველყოფილია დამატებითი ხელწემწყობი მექანიზმები  (შრიფტი, ადაპტირებული სივრცე გაზრდილი საგამოცდო დრო)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებისათვის, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე ცენტრალიზებული ჩარიცხვის გზით ირიცხებიან.