პროფესიული განათლების კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, რომლის მიზანი  უნდა იყოს მხოლოდ მისი ეკონომიკური მდგრადობა, სასწავლო პროცესის განვითარება, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვება და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. 

შესაბამისად 2020 წლიდან სამინისტრომ, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შეიმუშავა კონცეფცია და შესაბამისი დადგენილების პროექტი. განხილვების და დამტკიცების პროცედურები დაგეგმილია 2021 წლის მეორე კვარტალში.