​დადგენილების პროექტების საჯარო განხილვა

2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომლის დანერგვის პროცესშიც ყალიბდება პროფესიული განათლების ახალი მოდელი, რომელსაც სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირები აქვს განათლების სხვა საფეხურებთან, ხელმისაწვდომია მოსახლეობის ყველა ფენისთვის, აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებას ქვეყანაში. კანონის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ, მიმდინარე წელს უნდა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცება. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: გაეროს განვითარების პროგრამის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები, სადაც განსაზღვრულია კერძო

სექტორის, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების აქტიური ჩართულობაR პროფესიული განათლების განვითარების ყველა ეტაპზე.

საჯარო კონსულტაციებისთვის წარმოდგენილია შემდეგი სამი დადგენილების პროექტი:

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ; 

2.  პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ; 

3.  სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვაწოდონ მოსაზრებები და კომენტარები მიმდინარე წლის, 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

ელ.ფოსტა: bylaws@mes.gov.ge
სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/MESGeorgia
ტელეფონი: (995 32) 2 200 220