საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პოლიტიკა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებთან. XXI საუკუნეში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ადამიანური კაპიტალის სწრაფი განვითარება/გაუმჯობესება  ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნის გამოწვევაა. შესაბამისად, ის ინსტრუმენტები, რომლებსაც დასავლური ქვეყნები იყენებენ  თანამედროვე და სწრაფად მზარდი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაკავშირებულია დასაქმების ბაზრისა და განათლების სისტემების დაახლოებასთან. ამ მიზნის მისაღწევად კი პროფესიული განათლება საუკეთესო ინსტრუმენტია. შესაბამისად, საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების ხედვა უკავშირდება სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას და ამ ამოცანის შესასრულებლად მდგრადი და სისტემური რეფორმის განხორციელებას.

სისტემის რეფორმა ეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოცემულია „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთაინ სტრატეგიაში- 2017-2021წწ“ და ასევე სექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტში - „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია -2013-2020წწ“. 

პროფესიული განათლების რეფორმის ამოცანებია: (1) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; (2) ხარისხის გაუმჯობესება; (3) შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (4) სისტემის ინკლუზიურობა; (5) ინტერნაციონალიზაცია; (6) პოპულარიზაცია. 

 ​