- საქართველოს მთავრობა -ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; განსაზღვრავს სექტორის განვითარების სტრატეგიას; ამტკიცებს პროფესიული განათლების განხორციელებისთვის, კანონით განსაზღვრულ წესებსა და პროცედურებს; ქმნის სათათბირო ორგანოს;
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; პროფესიული განათლების განხორციელების მიზნით, აფუძნებს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ახორციელებს მათ კონტროლს; ამტკიცებს პროგრამების განხორციელებასთან, სტუდენტთა ჩარიცხვასთან, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ ცალკეულ რეგულაციებს; ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
- ა (ა) იპ პროფესიული უნარების სააგენტო - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე უნარების განვითარების ხელშეწყობა; ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების პროგრამებს, პროფესიული გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს;
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE), წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
- სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პროფესიულ განათლებაში სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის შეიმუშავებს ან/და ახორციელებს პროგრამებს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის;
- სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას და უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგებას.
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC), წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით, პასუხისმგებელია პროფესიული ტესტირების ორგანიზებაზე.