უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, უწყვეტი პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის სერვისის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ის ემსახურება ერთი მხრივ, სახელმწიფოს ინტერესებს და, მეორე მხრივ, თითეული მოქალაქის ინდივიდუალურ ინტერესს, რადგან დაკავშირებულია როგორც საგანმანათლებლო, ასევე დასაქმების სფეროში ინდივიდების პროდუქტიულობასთან. ამასთანავე, პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხები ადამიანისთვის აქტუალური ხდება იმ ასაკიდან, როდესაც ის იწყებს საზოგადოებასთან თვითიდენთიფიკაციას.