პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები,გაიაროს ანაზღაურებადი პრაქტიკა და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. სწავლება განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. კოლეჯში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის კვირეული დატვირთვა არის 26 საათი და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის განხორციელების დროს კვირეული დატვირთვა არის 40 საათი. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები. პროფესიული მომზადების პროგრამა არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ