ინფორმაციის ტექნოლოგიის საფუძვლები

კოლეჯი ,,ბლექსი’’

პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ინფორმაციის ტექნოლოგიის საფუძვლები“ სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი IT სფეროსთან დაკავშირებით მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა, ბაზისური უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. პროგრამა იმგვარადაა შემუშავებული, რომ გათვალისწინებულია სწავლების ორგვარი მიდგომა: სწავლება შესაძლოა განხორციელდეს სრულად კოლეჯის ITლაბორატორიებში კოლეჯის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, cisco - ს საერთაშორისო ქსელური აკადემიის ინსტრუქტორების მიერ. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგები მიღწევადი და შეფასებადია დისტანციური სწავლების პირობებში. შესაბამისად, პროგრამა, ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენებით. დისტანციური სწავლების შემთხვევაში სწავლება ხორციელდება კოლეჯის მიერ შერჩეულ ონლაინ სასწავლო და საკომუნიკაციო პლატფორმებზე. მათ შორის, აუცილებელ სასწავლო პლატფორმას წარმოადგენს Cisco – ს საერთაშორისო ქსელური აკადემიის სასწავლო პლატფორმა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. პროფესიული მომზადების პროგრამა არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ.

Contact Info

Join and get news and updates first

Large call to action for registration