ლითონის შედუღება და ჭრა

კოლეჯი ,,ოპიზარი"

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია პირს, რომლიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამა ძირითადად განხორციელდება სასწავლებელში, სადაც რეალურად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მიღწეული იქნეს სწავლის შედეგები. არსებობს სახელოსნო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და ხელსაწყო--იარაღებით. სწავლა განხორციელდება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. პროგრამის ხანგრძლივობა 15კვირა, 225 საკონტაქტო საათის მოცულობით და კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა 15 სთ. სწავლების მეთოდებია : ლექცია , პრაქტიკული სავარჯიშო შეფასების მეთოდებია : გამოკითხვა/პრაქტიკული დავალება დაკვირვებით, პრაქტიკული /პროცესზე დაკვირვება პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

Contact Info

  • სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, ქ. ახალციხე,რუსთაველის ქ # 111
  • Opizarivet.ge
  • 577200730

Join and get news and updates first

Large call to action for registration