
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე თევზის კულტივირება (ლიფსიტების გამოყვანა-გამოზრდა) სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ფლობს გარკვეულ გამოცდილებას ამ სფეროში და სურვილი აქვს მოკლე დროში განივითაროს პრაქტიკული ცოდნა-უნარი მეთევზეობაში და გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროფესიული გადამზადების პროგრამაზე-„თევზის კულტივირება (ლიფსიტების გამოყვანა-გამოზრდა)“ სწავლა განხორციელდება მოდულური სწავლების მეთოდოლოგიით, სწავლება უზრუნველყოფილია დარგის პროფესიული მასწავლებლის მიერ. პროგრამის ხანგრძლიობაა 13 კვირა, 171 საკონტაქტო საათის მოცულობით და კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვაა საშუალოდ 12-15 სთ. სწავლების მეთოდებია: ლექცია/პრაქტიკული სავარჯიშო, დემონსტრირება. ხოლო შეფასების მეთოდებია: პრაქტიკული დავალება/პროდუქტი. დაკვირვებით; გამოკითხვა. სსიპ კოლეჯ ..ოპიზარი" შესაბამისად აღჭურვილია მეთევზეობის კლას-კაბინეტებით, სასწავლო ლაბორატორიებით და სათევზე მეურნეობებით; პრაქტიკული სწავლების ჩასატარებლად მესხეთში და საქართველოში შესანიშნავი პირობები არსებობს, მეთევზეობის დარგის ადვილად, ნაკლები დანახარჯებით განვითარებისათვის. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს. პროფესიული პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულისათვის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა.