
პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს; კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო, ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება ელექტრორკალურ შედუღებასთან, ან/და თვითდასაქმება. მსმენელთა პროფესიული მომზადების მიზნით შექმნილი პროგრამა „შემდუღებელი (ელექტრორკალური)“ შედგენილია ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „შედუღება“ ოთხი პროფესიულ/დარგობრივი მოდულის საფუძველზე. იგი მოცავს 13 შედეგს, საიდანაც კომპეტენციების მინიმუმ 70% გამომუშავება მოხდება უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაო გარემოში პარტნიორი კომპანიის ბაზაზე და/ან სასწავლებლის პრაქტიკულ სახელოსნოში. პროგრამა მოიცავს სულ 104 (96+8) საკონტაქტო საათს