
პროგრამის ხანგრძლივობაა 15 კვირაა, რომელიც მოიცავს 180 საკონტაქტო საათს. მეცადინეობები ტარდება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ გარემოში. პროგრამა დაფუძნებულია ორი ძირითადი მოდულის პრაქტიკულ სწავლებაზე: სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Java) - 0611305 და ალგორითმის შემუშავება - 0611308. პროგრამის მიმდინარეობისას მსმენელები ფასდებიან განმავითარებელი შეფასები ფარგლებში, ხოლო მსმენელების განმსაზღვრელი შეფასება მოხდება პროგრამის დასასრულს 100 ქულიანი სისტემით. პროგრამა წარმატებით გავლილად ჩაითვლება მსმენელის მიერ 50-ზე მეტი ქულის მოგროვების შემთხვევაში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს.