პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის


"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერის, ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისა და არაფორმალური განათლების პრინციპების ინტეგრირების ხელშეწყობა. 

კონკურსში ინიციატივის წარდგენა შეუძლიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს (საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ) ადგილობრივ/რეგიონულ, ახალგაზრდულ/სამოქალაქო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:


- შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა.
- შევსებული ბიუჯეტის ფორმა.
- ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია (შესაბამის საქონელთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაკლებ 3 კომპანიისგან მიღებული ინვოისი) ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.
- პარტნიორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
- პოზიციების სამუშაო აღწერილობები, რომლებისთვისაც მოთხოვნილია შრომის ანაზღაურება.

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება თქვენ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები, მოცემულია თანდართულ განაცხადის ფორმაში. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@geoskills.ge 

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება- „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 18 სექტემბერი.